მინისტრები ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის შესაძლო ცვლილების შესახებ ცრუ, ფეიკ ნიუსს უწოდებენ 

14:46 01-09-2020
151

გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის შესაძლო ცვლილების შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრები ცრუ ინფორმაციას, ე.წ. ფეიკ ნიუსს უწოდებენ.   

კითხვა ინფრასტრუქტურის მინისტრ, მაია ცქიტიშვილს დაუსვეს, რაზეც ცქიტიშვილმა თქვა, რომ ეს არის „არაადეკვატური კითხვა“.    

აღნიშნული ინფორმაცია უარყო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც. მისი თქმით, არანაირი სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება და აღნიშნული არის ცრუ ინფორმაცია, სიცრუე.  

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, მან ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა:  

„მე მგონი, თქვენი ტელევიზია იყო, 3-4 თვის წინ გადამდგარად რომ მაცხადებდა. როგორი სიმართლეც გამოდგა ის, ისეთივე სიმართლე არის ეს. რასაც თქვენ საუბრობთ არასერიოზულია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  

მისივე თქმით, ეს არის ე.წ. ფეიკ ნიუსი.