თვითმფრინავის შასის განყოფილებაში ბავშვის ცხედარი იპოვეს (საფრანგეთი)

13:40 01-09-2020
1938

ფრანგული პრესის ინფორმაციით, AIR FRANCE- ის თვითმფრინავის შასის განყოფილებაში ბავშვის ცხედარი იპოვეს.

როგორც ფრანგული პრესა წერს, ბავშვი 10 წლის იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC-ის საფრანგეთის პოლიციაში განუცხადეს, გარდაცვლილი ბიჭი აფრიკული წარმომავლობისაა.

თვითმფრინავი აფრიკიდან 7 იანვარს გამოფრინდა. ფრანგული ავიაკომპანიის განცხადებით, ცხედარი პარიზში, „შარლ დე გოლის“ აეროპორტში აღმოაჩინეს.

„ავიაკომპანია მწუხარებას გამოთქვამს და გლოვობს ამ ტრაგედიის გამო“,- ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

თვითმფრინავში დამალვის მსგავსი შემთხვევები ხშირად არ ხდება,თუმცა დაბალი ტემპერატურის და ჟანგბადის უკმარისობის პირობებში გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელია.