წაუგებელი კაპიტანი და ახალი კონტრაქტი - რას წერს ESPNSCRUM სუთიაშვილზე

12:25 01-09-2020
113

Espnscrum-მა იმ კაპიტნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვთ წაუგებლად ჩატარებული. სიის სათავეში შალვა სუთიაშვილია, რომელიც პირველ ადგილს ახალზელანდიელ ვეინ შელფორდთან ინაწილებს.

Espnscrum-ის ინფორმაციით, ორივე მორაგბემ 14-ჯერ უკაპიტნეს ნაკრებებს და აქედან 13 შეხვედრა მოიგეს, ხოლო ერთი ფრედ დაასრულეს.

გამოცემას სტატისტიკის დათვლისას სუთიაშვილის ერთი მატჩი გამორჩა - შალვამ ეროვნულ ნაკრებს 15-ჯერ უკაპიტნა და არა 14-ჯერ. სუთიაშვილი პირველ ადგილზე უნდა იყოს, რადგანაც მისი კაპიტნობით „ბორჯღალოსნებმა“ 15-დან 14 მატჩი მოიგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.width=960

სიაში კიდევ ორი ქართველი მორაგბე მოხვდა: გიორგი ნემსაძე და ლევან ცაბაძე. ნემსაძის კაპიტნობის დროსაც ნაკრებს 9 მოგება და 2 მარცხი აქვს, ხოლო ცაბაძესთან ერთად „ბორჯღალოსნებმა“ 9 მატჩი მოიგეს, 2 შეხვედრა წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.