„გამარჯვება თეთრ მეფეს“ - როგორ მიულოცა ნარიმან მაქარაშვილს მრევლმა შობა (ვიდეო)

12:15 01-09-2020
562

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც შობა დღეს ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი მის საცხოვრებელ სახალთანაა შეკრებილი და შეძახილებით და სანთლებით ულოცავს შობას.

ცნობისთვის, ბერი ნიკოლოზი საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ მორჩილებაში არ იმყოფება და არც მღვდელმოქმედებას ასრულებს. თუმცა მის საცხოვრებელ სახლთან მოქალაქეები ხშირად იკრიბებიან, უმღერიან, უგალობენ, ლოცულობენ და სანთლებს ანთებენ.

მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ ბერ ნიკოლოზს სასწაულების მოხდენა და მძიმე დაავადებების განკურნება შეუძლია. 

მედიაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ნარიმან მაქარაშვილი 14 წელია მდუმარებაში ცხოვრობს.