ავსტრალიაში უახლოესი თვეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იქნება

08:45 01-09-2020
111

ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიურო უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ტემპერატურის კლებისა ან ძლიერი წვიმის ნიშნებს ვერ პროგნოზირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია გარკვეული ნალექი, თუმცა ეს წვიმა საკმარისი არ არის ძვინვარე ხანძრის ჩასაქრობად.

მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადების პარალელურად, ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დამატებითი ევაკუაციის განკარგულება გასცა. სტიქიის ზონა ფართოვდება ვიქტორიის შტატში.

შეგახსენებთ, ავსტრალია უკვე რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის.

ავსტრალიაში ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაიხოცა და დაშავდა მილიარდზე მეტი ცხოველი.