ღმერთმა დალოცოს ამერიკა! - რა გადაწყვეტილება მიიღო ტრამპმა

20:55 01-08-2020
757

მას შემდეგ, რაც ირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო ელოდა.

ამერიკის ლიდერმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროვა:

თავისი საგანგებო მიმართვის ტექსტში დონალდ ტრამპმა ისაუბრა გენერალი სოლეიმანის ბრალეულობაზე და განაცხადა, რომ ის იყო ერთ-ერთი მთავარი ტერორისტი, რომელიც გაანეიტრალა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი უსწრაფესად იმოქმედებს იმისათვის, რომ ირანს დამატებითი მკაცრი სანქციები დაუწესდეს.

ამასთან, შტატები მიმართავს ნატოს, რომ ალიანსი უფრო აქტიურად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესში.

ტრამპმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეიარაღებული ძალების სიძლიერეს, თუმცა განაცხადა, რომ ამერიკას არ სურს სამხედრო ძალის გამოყენება.

„ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ამერიკელები არ დაშავებულან დაბომბვის შედეგად და სამხედრო ბაზებზე მინიმალური ზარალია. ირანელები მშვიდდებიან და ეს კარგი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის. როდესაც ირანი ახდენდა რეგიონის დესტაბილიზაციას, ეს დრო დასრულდა“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინზე აშშ-ის პრეზიდენტმა.