ავსტრალიის პოლიცია ხანძრის განზრახ გაჩენაში 24 ადამიანს ადანაშაულებს

18:26 01-08-2020
193

ავსტრალიაში ხანძრის განზრახ გაჩენისთვის ბრალი 24 ადამიანს დასდეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სამხრეთ უელსის პოლიციის თანამშრომლებმა 8 ნოემბრის შემდეგ სამართლებრივი დევნა 183 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყეს, მათ შორის 40 არასრულწლოვანია.

183 ადამიანიდან 53-მა გაფრთხილება ცეცხლის აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული კანონის შეუსრულებლობის გამო მიიღო. 47-მა მათგანმა ანთებული სიგარა ან ასანთის ღერი დააგდო მიწაზე, რამაც, სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენა გამოიწვია. CNN-ის ინფორმაციით, ხანძარს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა.

ტყის ხანძარი ავსტრალიაში თვეებია გრძელდება. ხანძარმა, ფაქტობრივად, ავსტრალიის ყველა შტატი მოიცვა.

ხანძარი სახლებსა და ქალაქებს ანადგურებს. ხანძრის შედეგად 18 მილიონი ჰექტარი მიწაა დამწვარი. დაღუპულია თითქმის ნახევარი მილიარდამდე ცხოველი - ჩიტები, რეპტილიები, ძუძუმწოვრები. მწერები და ბაყაყები ამ რაოდენობაში არ შედის.