დაღუპულებს შორის 1 წლის ბავშვია - უკრაინული ავიაკომპანია გარდაცვლილების სიას აქვეყნებს

17:25 01-08-2020
2308

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომლებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ და ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციიდან ჩანს, მგზავრებს შორის ყველაზე პატარა ერთი წლის ბავშვია, ხოლო ყველაზე მოხუცი 75 წლის მგზავრი.

როგორც უცხოურ მედიასთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, მგზავრებს შორის 82 ირანელი, 11 უკრაინელი,  63 კანადელი, 10 შვედი, 4 ავღანელი, 3 ბრიტანელი და 3 გერმანელი იყო.

გარდაცვლილ უკრაინელებს შორის ეკიპაჟის 9 წევრი და 2 მგზავრი იყო.

დღეს ირანის დედაქალაქში უკრაინული ავიალაინერი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა.  ბოინგ737-თან კავშირი თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში გაწყდა. ავიალაინერს მგზავრები კიევში გადაჰყავდა.

გამოქვეყნებული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.