„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 29 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, გოროვანი, ჩარდახი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.