ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვერ გამოიძიებს

15:02 01-08-2020
140

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია რამდენიმე მუხლით, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე მუხლს.

როგორც ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე.

 „აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა. პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია რამდენიმე მუხლით, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე მუხლს. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, აწარმოოს პარალელური გამოძიება პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეზე. რაც შეეხება საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაქვემდებარებას, საქართველოს კანონმდებლობით ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურას“,- აცხადებენ სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურში.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანებალელო საქართველოსთვის“ ითხოვს, ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძიოს.

ცნობისთვის, 2 იანვარს ვარკეთილში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოზე“ მკვლელობა მოხდა. მკვლელოაბს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც გარდაცვლილმა მურად წურწუმიამ მძიმე დაზიანებები მიიღო. იგი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  

ზურაბ ფოფხაძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას,  რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.