დავით ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი - გოგა ხაინდრავა

13:01 01-08-2020
1286

„დავით ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი“,- რეჟისორი გოგა ხაინდრავა დავით ბერძენიშვილს პატრიარქის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს.

მისი თქმით, დავით ბერძენიშვილი იმ ბნელი ძალების ნაწილია, რომელიც ეკლესიას ებრძვის. 

„დავით ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი, რომლის გამონათქვამებზე არ ვაპირებ არანაირ კომენტარებს, რადგან ანტირქრისტეს ძალები კარგად არის ნაცნობი და სათავეში უდგას ზუსტად ეს მოძრაობა, ბერძენიშვილები, პეტრე ცაავები და მანტიას ამოფარებული ხალხი. მათ ჰგონიათ, რომ არ ვიცით რა ძალებთან გვაქვს საქმე და საიდან მოდის ეს ყველაფერი. 

პირველ რიგში, ეს რუსეთს აწყობს, რადგან იციან, რომ საქართვლოს დასაყრდენი არის რწმენა და პირდაპირ იქ ურტყამენ. დღეს გაცხადდა ყველაფერი ის, რაც მათ ბნელ სულებში იყო. მსგავსი ღვაწლის და ისტორიის პატრიარქი დღეს მსოფლიოში არ არსებობს და იმიტომ არის გაშმაგებული ბრძოლა მის წინააღდეგ როგორც ეკლესიის შიგნით, ისე მის გარეთ“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა, დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პატრიარქი სასიკვდილოდ იმეტებს სასულიერო პირს.

„თვითმფრინავის საქმეზე“ ბერი თემურ ჩიხლაძე, რომელიც არათუ თვითმფრინავში არ იყო, არც კი იცოდა, რომ მზადდებოდა თვითმფრინავის გატაცება, სასიკვდილოდ გაწირა ილია მეორემ მაშინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან შეთანხმებით თუ შეკვეთით, სასამართლოზე სამარცხვინოდ მოიქცა. ახლაც, სასიკვდილოდ იმეტებს სასულიერო პირს. რა დაუნდობელიც იყო მაშინ, ისაა ახლაც, 87 წლის ასაკში“,- დაწერა სოციალურ ქსელში დავით ბერძენიშვილმა.