“შოკირებულნი ვართ ზიანის მასშტაბით” - 1,25 მილიარდი ცხოველი ხანძარს ემსხვერპლა

06:36 01-08-2020
299

„ბუნების მსოფლიო ფონდის“ ვარაუდით, ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 1,25 მილიარდი ცხოველი დაიღუპა. 

შოკირებულნი ვართ ზიანის მასშტაბით, - ამბობენ ორგანიზაციაში, რომლის მონაცემებით, სტიქიას ათი ათასობით კოალა, ასევე კენგურუ და კაკადუ ემსხვერპლა, ზოგიერთი სახეობა კი საერთოდ გადაშენების პირას დადგა.

ფონდის შეფასებით, სექტემბრიდან დღემდე ავსტრალიაში უკვე 8 მილიონ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.