პუტინის მოულოდნელი გადაწყვეტილება - რუსეთის პირველი პირი სირიაში ჩავიდა

18:48 01-07-2020
325

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში ჩავიდა და პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა. ამის შესახებ კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

საუბრის დროს, კრემლის ინფორმაციით, პუტინმა თქვა, რომ „განვლილია უდიდესი გზა იმისათვის, რომ აღდგენს სირიის სახელმწიფოებრიობა“. პუტინმა დამასკოს ქუჩები და სამხედრო პუნქტი დაათვალიერა. 

აღსანიშნავია, რომ პუტინის ვიზიტი დაუგეგმავი იყო.

ცნობისთვის, სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წელს დაიწყო.