ალილოს საშობაო მსვლელობა საქართველოს რეგიონებში - ფოტოები

17:17 01-07-2020
108

ალილოს საშობაო მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართა.

ქუთაისი

შობის დღესასწაულის აღნიშვნა მერიის შენობიდან დაიწყო. შობის მახარობლები ურმით და საშობაო დაგალობლებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ და ნობათს აგროვდნენ, რომელიც მოხუცთა თავშესაფარს და სოიალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემა. მეალილოეები და მოქალაქეები ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დალოცა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

შობა მოილოცეს მოსახლოებას ადგიობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც.


ზუგდიდი

ტრადიციული სადღესასწაულო მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ტაძრის დეკანოზი, მამა მალხაზ ჭანტურია გაუძღვა სასულიერო პირებსა და მრევლთან ერთად, მევლელობაში საჯარო მოხელეებიც მონაწილეობდნენ.
საშობაო მსვლელობა ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა.
ურემზე შეგროვებულ საჩუქრებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.

მარტვილი

წალენჯიხა

ბათუმი
ჩხოროწყუ

ფოთი

თელავი
width=600
ყვარელი
width=600


ხობი
width=600