ზღაპრული სახლი სიმწვანეში - გაინტერესებთ, ვინ ცხოვრობს იქ?! (ფოტოები)

16:45 01-07-2020
400

მყუდრო საცხოვრებელი, რომელიც მთლიანად მწვანეშია ჩაფლული და რომელიმე ზღაპრის კადრს მოგაგონებთ.

ათენში მდებარე ამ სახლს აქვს ბაღი, აუზი, ბოსტანი. სოტირი და ფული გეორგაკოპულოები იქ ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ.

„როგორც დაუქორწინებელი წყვილი ადრე ათენის ცენტრში, ლიკავიტოს მთასთან მდებარე პატარა, მაგრამ კეთილმოწყობილ ბინაში ვხოვრობდით. მაგრამ, როცა ოჯახმა ზრდა დაიწყო, მოგვინდა, რომ გვქონოდა სახლი, რომელიც დაემსგავსებოდა სოფლის სახლს. ჰქონოდა ბაღი, მოგვეყვანა ბოსტნეული და გვყოლოდა ცხოველები. და ვიპოვეთ კიდეც… მაგრამ ყველაფერი ასეთი არ იყო, როგორსაც ახლა ხედავთ…

აქ უკვე 25 წელია ვცხოვრობთ და ამ ხნის მანძილზე დიდი ცვლილებები მოვახდინეთ… შევცვალეთ როგორც გარედან, ისე შიგნიდან და გავაკეთეთ ისე, რომ ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს ვართ. ახლა ჩვენთან ცხოვრობს ჩვენი გოგონაც და მისი ერთი თვის შვილიც”, - ამბობს ფული.

 

წყარო: georgians.gr