აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა

12:21 01-07-2020
152

აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. ის  ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად უნდა გამგზავრებულიყო. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით aljazeera ავრაცელებს.

სავარაუდოდ ამის მიზეზი აშშ-ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს, რამაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.