კადრები დაბომბვის ეპიცენტრიდან, სადაც 28 ლიბიელი სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

10:34 01-07-2020
753

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ავიაიერიშის შედეგად, სამხედრო სასწავლებელში 28 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ავიაიერიშის სამიზნე საცხოვრებელი უბანი ელ-ჰადბა იყო, სადაც სამხედრო კოლეჯი მდებარეობს. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა „ლიბიის ეროვნული არმიის“ მთავარსარდალ ხალიფა ჰაფტარის ჯარებს დააკისრა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები საერთო საცხოვრებელში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.