მარნეულში 2 წლის ბავშვს ცხელი წყალი გადაესხა - ის 2 დღეში გარდაიცვალა

21:58 01-06-2020
421

მარნეულის კლინიკა „ავერსში“ ორი წლის ბავშვი თერმული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

ბავშვი თერმული დამწვრობით, შოკურ მდგომარეობაში ორი დღის დაგვიანებით მიიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს ცხელი წყალი გადაესხა და სახლში მალამოებით მკურნალობდნენ.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.