ვისგან "იპარავს" მელოდიებს DJ გიგა პაპასკირი

17:59 01-06-2020
336

გიგა პაპასკირის და ია ტომაშის კომპოზიცია „თოვს“ „იუთუბზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გიგას იუთუბ-არხზე კომპოზიციას 600 ათასი ნახვა აქვს. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ პაპასკირს ამ კომპოზიციის მელოდია მარვინ გეის “Mercy Mercy Me”-სგან აქვს აღებული. ფაქტს თავად ავტორი არ უარყოფს.

გიგა პაპასკირი: - დაახლოებით ასეა, კი. მეც მითხრეს, მარვინ გეის “Mercy Mercy Me”-ს ჰგავსო. ჩემს კომპოზიციაში ყველა ინსტრუმენტი ჩემი აწყობილია. ასე რომ შევადაროთ, ყველა კომპოზიცია ერთმანეთს ჰგავს. მიშელ ფრანქსის ძველ სიმღერას ვუსმენდი და აღმოვაჩინე, რომ ფრენკ სინატრას ელემენტი აქვს გამოყენებული... 

- ანუ როგორც დიჯეის, ე.წ. დალუპვა - რიტმის გადამრავლება არ გაქვთ გაკეთებული?

- არა, მსგავსი რამ არ გამიკეთებია. ჩემ კომპოზიციაში „ლუსი პარიზიდან“ (6 მილიონი ნახვა აქვს, „იუთუბიზე“ მიდევს) გამოყენებული მაქვს მელოდია ერთი საბავშვო სიმღერიდან. მივამსგავსე და იმ სიმღერის თემიდან გამომდინარე ავაწყე. ზოგადად ეგრე ვამსგავსებ რაღაცებს. სიმღერა „ჯოლის“ მელოდია ერთი ფრანგული ჯგუფის სიმღერისგან - „ჯიორს ჯოლისგან“ მაქვს აღებული. ჩემებურ ვერსიას ვაწყობ, მაგრამ ორიგინალში რომ გადამეკეთებინოს, ინსტრუმენტი გამომეყენებინოს, ეს უკვე მოპარვა გამოდის. 

გიგა და ია ტომაში უკვე ერთ წელზე მეტია აღარ თანამშრომლობენ. ია მერი მამულაშვილმა ჩაანაცვლა. თუ რატომ დაიშალა ტანდემი, ია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც გიგა ამბობს, მათი პროექტი დასრულდა და ესაა მათი გათიშვის მიზეზი.

გიგა: - იამ ბენდთან ერთად დაიწყო მუშაობა. კორპორატიულ საღამოებზე მომღერლის გარეშე მიწევდა ყოფნა. ამიტომ ვამჯობინეთ ცალკ-ცალკე გაგვეგრძელებინა საქმიანობა. თუ რაიმე ისეთი შემოთავაზება გვაქვს, რომ ჩვენი ტანდემი სურთ, ერთად მივდივართ კორპორატიულ საღამობზე. ეს არის და ეს. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე