სოხუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

12:39 01-06-2020
135

სოხუმში, მაიაკის რაიონში, ერთმანეთს „ლადას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა დაახლოებით, 6:30 სთ-ზე მოხდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ავტორი: თეა შონია