ამის წინაპირობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა - გია ვოსლკი ვაჟა გაფრინდაშვილზე

13:34 12-15-2019
176

„ეს არის საოკუპაციო სისტემის, რეჟიმის გადაწყვეტილება, რომლის წინაპირობები შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივმა შეცდომებმა“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეცდომები თავს ყოველდღიურად გვახსენებს.

„ეს არის საოკუპაციო სისტემის, რეჟიმის გადაწყვეტილება, რომლის წინაპირობები შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივმა შეცდომებმა თავის დროზე. სამწუხაროდ, ამ ე.წ. შეცდომის შედეგები ყოველდღიურად გვახსენებს თავს ხან გატაცებებით, ხან მავთულხლართებით, მაგრამ რეალურად ვფიქრობ, საერთაშორისო ძალისხმევა ოფიციალურ დონეზე, მათ შორის, არაოფიციალურ საზოგადოებრივ დონეზეც გარკვეულ შედეგს გამოიღებს და საბოლოოდ საკითხი გადაწყდება და დაბრუნდება თავის ოჯახში ბატონი ვაჟა. ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი ადამიანები, როგორიც ბატონი ვაჟაა, საქართველოს ისტორიას ახსოვს და მან თავისი ქმედებით, ნაბიჯით მთელ მსოფლიოს შეახსენა, დამატებით ინფორმაცია მიაწოდა, რა ხდება საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 37-ე დღეა საოკუპაციო რეჟიმს დაკავებული ჰყავს. ექიმის მხარდასაჭრად მოქალაქეებმა, ოჯახის წევრების ორგანიზებით ელბაქიძის ქუჩაზე შეკრება დილსი 11 საათიდან დაიწყეს.  შეკრება თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და ოკუპაციის ხაზისკენ (სოფელი ოძისი) მსვლელობით დასრულდება.