თბილისში აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ

14:01 12-14-2019
4986

თბილისში, აქციაზე მიმავალი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და მისი თანამაშრომლები ავარიაში მოყვნენ.

საგარეჯოს შესასვლელში, მერის ავტომანქანა, წინ მიმავალ სამარშუტო ტაქსის შეეჯახა.

მერი და მისი თანამშრომლები ამჟამად საგარეჯოს საავადმყოფოში იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, ყველა დაზარალებულს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს თავი აქვს გატეხილი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტორი:ხათუნა გულიაშვილი