ვახტანგ კიკაბიძემ კიევის მეტროსთან „ქუჩის მუსიკოსებთან“ ერთად იმღერა (ვიდეო)

23:07 12-13-2019
5385

მაშინ, როდესაც უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტს საზოგადოება კომიკოსად იცნობდა და მას პოპულარული გადაცემა, „ღამის კიევი“ მიჰყავდა, საახალწლო შოუში ქართველი ლეგენდა, ვახტანგ კიკაბიძე ჰყავდა მიწვეული.

მანამდე კი ის სცენა დაიგეგმა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ ახლა სთავაზობს ჩვენს მკითხველს.

ზელენსკის გუნდმა შექმნა სცენარი, რომლის თანახმადაც მოქმედება კიევში ერთ-ერთ მეტროსადგურთან ვითარდება, სადაც „ქუჩის მუსიკოსები“ პოპულარულ სიმღერებს ასრულებენ. მათთან მიდის უცნობი მამაკაცი, რომელიც მათ კიკაბიძის „ჩემი წლები ჩემი სიმდიდრე“-ს უკვეთავს. ისინიც ამ სიმღერის შესრულებას იწყებენ.

ცოტა ხანში შეკრებილი ხალხი ხედავს, რომ მათი მიმართულებით მოდის უკვე ასაკოვანი „მიმინო“ ახალგაზრდა ბორტგამცილებლების თანხლებით.

რა მოხდა შემდეგ, „პრაიმტაიმის“ მკითხველი ამ ვიდეოში ხედავს.