პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

20:15 12-13-2019
39

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური  ნივთიერების გამოყენების შემდეგ, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში ვეღარ მოხერხდა.

ამავე მიზეზით გადაიდო „მინისტრის საათის ჩატარება.

ამჟამად მიმდინარეობს სასესიო დარბაზის სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავება.