საქართველო-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შესახებ შეთანხმება გაფორმდა

16:37 12-13-2019
106

კიევში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს რეგულაციას მოეწერა ხელი.

დოკუმენტი გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაციას და მოიცავს თანამშრომლობის ოთხი მექანიზმის - პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვა და უსაფრთხოება, კულტურულ-ჰუმანიტარული - ჩამოყალიბებას.

საქართველოსა და უკრაინის მსგავსი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების, პრობლემებისა და მიზნების გათვალისწინებით, ამგვარ ფორმატს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 საქართველო-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭო, ეფუძნება 2017 წლის 18 ივლისს, თბილისში, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი, საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ დეკლარაციას.