ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

germania

პოლიტიკა 1714112951

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ - გერმანიის საგარეო უწყება

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.„საქართველოში ყოველ ღამით ათასობით ადამიანი სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად საპროტესტო აქციას მართავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.  Thousands in #Georgia protest every night for free speech and a vibrant civil society. #EU candidate status represents a historical opportunity. The Georgian government has a responsibility not to willfully obstruct the country’s path to a European future. — GermanForeignOffice (@GermanyDiplo) April 25, 2024

ვედანტ პატელი

პოლიტიკა 1714112875

ვედანტ პატელი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილეს პრესკონფერენციაზე კითხვა ჟურნალისტმა, რუსა შელიამ დაუსვა: „დღეს ევროპარლამენტმა ხმა მისცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას, ვიდრე კანონპროექტი არსებობს და ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ყველა დასავლელ პარტნიორს, განიხილონ სანქციების დაწესება. არის თუ არა ეს ინფორმაცია სერიოზული მსჯელობის საგანი კონგრესში, როგორ უნდა მოახდინოთ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ან გვითხრათ, ნამდვილად სერიოზული დისკუსიები გაქვთ კონგრესთან ამ საკითზე?“.„არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას რაიმე კონსულტაციებზე კონგრესში, თუმცა გეტყვით, რომ ამ კანონპროექტზე უკვე რამდენიმე კვირაა, ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ამ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია. ჩვენ ვხედავთ მსგავს კანონპროექტს კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც ავიწროებენ მედიაორგანიზაციებს, ავიწროებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონმდებლობა ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა, რაც არის ის, რაც საქართველომ თავად განაცხადა, რომ ასეთი მომავლით დაინტერესებულია“,- განაცხადა ვედანტ პატელმა.

ნატუკა გულისაშვილი

საზოგადოება 1714112520

VIDEO: „გადაჭრილ ვაგონში მეორადებს ვყიდდი, მიცნეს და მოვიტყუე ნატუკას და ვარ-მეთქი” – ნატუკა გულისაშვილი განვლილ სირთულეებზე

მსახიობი ნატუკა გულისაშვილი გადაცემის ,,ნიკოლოზის კითხვების” სტუმარია, რომლის ეთერშიც განვლილ გზაზე და ცხოვრების სირთულეებზე საუბრობს.მისი თქმით, არანაირი სამუშაო სათაკილო არ არის, რომელიც პატიოსნად არის შესრულებული.როგორც მსახიობი იხსენებს, იყო დრო, როდესაც მეორადების მაღაზიაში მუშაობდა და სალათებს აბარებდა.მაშინ როდესაც ის გამვლელმა იცნო, მოიტყუა, რომ არა ნატუკა გულისაშვილი, არამედ მისი და იყო.,,გადაჭრილ ვაგონში მეორადებს ვყიდდი, შემოვიდა მყიდველი და იკითხა: თქვენ მსახიობი არ ხართო?, მაშინ მოვიტყუე ნატუკას და ვარ-მეთქი. ჩავთვალე, რომ ჩემი იქ მუშაობა მსახიობის პროფესიას დააკნინებდა. ზოგადად ვთვლი, რომ პატიოსანი სამუშაო სათაკილო არ არის”, – ამბობს მსახიობი. 

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალი 1714111889

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების  ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში, ჯამში გასაღებულ იქნა 21 400 აშშ დოლარის ოდენობის 100 დოლარიანი და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გლო

საზოგადოება 1714111864

“გლოვობს ბათუმი…” - 3 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა

"იმიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: "გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა 3 წლის ნოე ტარიელაძე.ტრაგედია დატრიალდა  ზეცაში გაფრინდა პატარა 3 წლის  ანგელოზი.... ვუსამძიმრებ ჩემს ბათუმს."შოთო სიხარულიძე, ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ ბებოს იტალიაში, უდინეში  ოჯახსა და ახლობლებს.ეეჰ გული გამიჩერდა...საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა...როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა ანგელოზის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.ღმერთო ყველა დედას მიანიჭე ბედნიერი დედობა და ნურავის ნუ გაამწარებ შვილის უბედურებით!!! გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ.მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი.რა დანაშაული გვაქვს ამისთანა ღმერთი ასეთი რომ გვსჯის. ან რატომაა  ცხოვრება ასე ულმობელი, თვალით ნანახ ანგელოზს რომ წაართმევს...მთელი ცხოვრება ასეთი დიდი ტკივილით მაინც ცხოვრობენ მშობლები... შენი ლამაზი სული ცაში გაფრინდა ანგელოზად იქეცი ,ხოლო შენს მშობლებს მარადიული ტკივილი დაუტოვე...ყველა დედას გეფერებით და გამძლეობას გისურვებთ, ვისაც ღმერთმა ასეთი სატანჯველი მოგივლინათ, მარადიული სასუფეველი პატარა ნოეს უმანკო სპეტაკ სულს.გითანაგრძნობთ პირველრიგში დედ-მამას, როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდათ… როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო... სიცოცხლე გაგიმწარდა დაგიმახინჯდა…. უცხონი ხდებიან ადამიანები... როცა გტკივა, უსაშველობამდე შვილი…არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ… ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე.  პატარა ნოეს ზეცაში ჩაიხუტებს და მოუვლის  სამოთხის ანგელოზები.ემიგრანტებო დავმუნჯდი მე  ტკივილი, რომელსაც სახელი არ აქვს უზომო და უკიდეგანო სიმწარეა მხოლოდ…ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო... ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო შოკირებული ვარ.....არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს თუ კი შეიძლება რამე ითქვას საერთოდ......ენით აუღწერელ ტკივილის განიცდის ოჯახი...ასეთი ანგელოზები იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფეველში. მოიხსენეთ ლოცვებში მისი უკვდავი ლამაზი სული.გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ნოეღმერთმა მისცეს მის დედა-მამას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს.. მშვიდათ განისვენე,  უკვე უფალთან ხარ..."-წერს შოთო სიხარულიძე.