1710832106
1710755486
VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილსრეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან.
1709008839
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
სპორტი • 1710840720
„გვიან იძინებენ...“ - სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციის ბოლოს, „სკუადრა აძურას“ თავკაცმა ჟურნალისტებს შეკითხვით თავად მიმართა და სათამაშო კონსოლთან, Playstation 5-თან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.„სულ ესაა? Playstation-ზე არაფერს მკითხავთ? თვლით, რომ სწორია, როცა იტალიის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელს მატჩის წინა ღამეს არ სძინავს და ვიდეოთამაშებს თამაშობს, რის გამოც გუნდისთვის მოედანზე მაქსიმუმს ვეღარ აკეთებს? ფეხბურთელი მხოლოდ იმ ორი საათით არ უნდა შეფასდეს, რომელსაც ის მინდორზე ატარებს, საზომად მოედნის მიღმა გატარებული 22 საათი უნდა გამოვიყენოთ. არ მაინტერესებს, რას გააკეთებენ თუ დასაძინებლად სათანადო დროს წავლენ. უკრაინასთან მატჩამდე, რამდენიმე ფეხბურთელი ვიდეოთამაშებს გვიანობამდე თამაშობდა, რაც ჩემი აზრით, კარგი არაა. ევროპის ჩემპიონატზე, სპეციალური სათამაშო ოთახი გვექნება, რადგან ერთიანობა და ერთად გატარებული დრო მნიშვნელოვანია, თუმცა ღამის პირველის ნახევრამდე, ყველა თავის ოთახში უნდა წავიდეს და დაიძინოს. არ მომწონს, როცა ვიდეოთამაშების სიყვარული დამოკიდებულება გახდება. ამან შენს პროფესიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს“, - განაცხადა მწვრთნელმა.ცნობისთვის, სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა და თვლის, რომ ვიდეოთამაშები ფეხბურთელებზე ცუდ გავლენას ახდენს.
საზოგადოება • 1710840342
გადაცემის „ერთი ამბავი მერიკოსთან“ წამყვანი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს, მეუფე საბას სტუმრობდა.ქართველმა სასულიერო პირმა, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს გადაცემაში ხილულ სასწაულებზე ისაუბრა.„უფალი სასწაულებს გვიგზავნის, რათა ღმერთის შესახებ მეტად ვირწმუნოთ.. ნებისმიერი სასწაული, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ხდება ღმერთან მიმყვანი უნდა იყოს.. ყველაზე დიდი სასწაული, რაც სამყაროში ხდება, ლიტურგიაზეა, როდესაც მაცხოვარი ჩვენ მოგვიწოდებს რომ ვეზიაროთ ქრისტეს ხორცს და სისხლს, თან უნდა გვახსოვდეს, რომ სასწაული არის ისიც, რომ ჩვენ ვართ მოვლენილები ამქყვენადერთ-ერთი ჩვენი მრევლი, ემიგრანტი ავად გახდა, ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს, საუბარი იყო ღვიძლის გადანერგვაზე, როდესაც საავადმყოფოში იყო, დამირეკეს და მთხოვეს, ლოცვები წამეკითხა, რა თქმა უნდა, მზაობა გამოვთქვი და ვუთხარი, თუ მას აქვს სურვილი აღსარება თქვას და ეზიაროს, ვაზიარებთ-თქო..საოპერაციოდ ამზადებდნენ, როდესაც ვაზიარე, წინასაოპერაციოდ გამოკვლევა ჩაუტარეს, ექიმები გაოცებულები იყვნენ, ღვიძლის გადანერგვა აღარ დასჭირდა..ეს ადამიანი სრულიად განკურნებული იყო, აი, ნახეთ, რამხელა ძალაა აქვს რწმენას“
პოლიტიკა • 1710838806
ნაყოფიერი შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოსთან ნატო-ს ღრმად ღირებული პარტნიორობის შესახებ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა.გენერალური მდივნის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.„ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას თქვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად“, – წერს გენერალური მდივანი.
საზოგადოება • 1710838305
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა.გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ბექირ შაჰინს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბექირ შაჰინმა, თავის მხრივ ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.
faceამბები • 1710838030
ვრცელდება არველაძეების პატარა სოფიას პირველი ფოტო
სოციალურ ქსელში, არველაძეების პატარა სოფიას პირველი ფოტო გავრცელდა.რეზი არველაძესა და თეონა თავართქილაძეს შვილიშვილი შეეძინათ, პატარას სოფია დაარქვეს.პატარა სოფიას ფოტო, ვატო არველაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა.VIDEO: თეონა თავართქილაძის და რეზი არველაძის ოჯახში დიდი სიხარულია - ნახეთ, რა ხდებოდა კლინიკასთან