კარგი ამბავი!- პატარა გაბრიელს სიმსივნური კერები არ აღმოაჩნდა

23:12 12-05-2019
6905

4 წლის გაბრიელს სიმსივნური კერები არ აღმოაჩნდა და ყველაფერი ოპერაციას ექვემდებარება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი “გაბრიელისთვის” ავრცელებს.

„#გაბრიელისთვის – სიტუაცია ასეთია: სიმსივნური კერები არ აღმოჩნდა, პატარა ხრტილოვანი კერაა, რომელიც ოპერაციის დროს ამოიწმინდება. ტომოგრაფიის პასუხის დაყრდნობით ყველაფერი ოპერაციას ექვემდებარება.

ხვალ შეხვდებიან მთავარ პროფესორს, რომლებიც დაწვრილებით აგვიხსნის ყველაფერს. ყველა სიახლეს მოგაწვდით.
#ერთადგაბრიელისთვის სავარაუდოდ, საოპერაციო თანხა ძალიან არ შეიცვლება და რეაბილიტაციის თანხის შეგროვება დაგვრჩება”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 4 წლის გაბრიელს, რომელსაც სიმსივნე აქვს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მკურნალობის გაგრძელება სჭირდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

საბანკო ანგარიშები:

თიბისი ბანკი:

GE07TB7315736010100041

GE26TB7315736110100006USD

GE96TB7315736110100007EUR

მიმღები ლაშა ტოკლიკიშვილი

საქართველოს ბანკი :

GE68BG0000000161523598

მიმღები ლაშა ტოკლიკიშვილი

ლიბერთი ბანკი :

GE48LB0711184264042000

სატელეფონო ზარი : 0 901 701 465 – ბილაინი.