ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

პრემიერი

პოლიტიკა 1714129299

ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე - პრემიერი

რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. არავითარი ფასი ამ ყველაფერს არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი.„ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა თუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით უნდა ზრუნავდნენ მაგალითად აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ესაუბროს ქართველ ხალხს შანტაჟის ენით. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს.მეგობრის თხოვნა, რომელიც ეხება გაუმჭვირვალობას, ანუ მთავარი ევროპული ღირებულების არ უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდისთვის მწვანე შუქის ანთებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. ეს არ არის მეგობრების თხოვნა, ეს არის ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათ მიერ მიმხრობილი დეპუტატების თხოვნები, რომლებსაც ჩვენ მხედველობაში ვერ მივიღებთ, ვინაიდან ისინი ეფუძნება სრულიად არა ევროპულ ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. თხოვნებს და სინამდვილეში შანტაჟის მცდელობას არც ჩვენთვის აქვს რაიმე ფასი და არც ქართული საზოგადოებისთვის,“-  განაცხადა პრემიერმა.

პროდუქტი

რჩევები 1714129020

5 ყველაზე საშიში შეცდომა სახლის პირობებში პროდუქტის მომზადებისას

ბევრ დიასახლისს ჰგონია, რომ პროდუქტების შეძენის შემდეგ მათ სუფთად ინახავს ან ამზადებს. სინამდვილეში, არის რამდენიმე შეცომა, რაც შეიძლება სურსათის მომზადების დროს დაუშვათ და ეს არ იცოდეთ.1. ხორცის გარეცხვა - მათი გარეცხვის დროს მიკრობებით დაბინძურებულმა წყალმა შესაძლოა დააბინძუროს სამზრეულოს ზედაპირები და უფრო გავრცელდეს მიკრობები. პროდუქტის სათანადო დამუშავება სრულიად კლავს მიკრობებს.2. ხორცის, კვერცხის, ზღვის პროდუქტების არასათანდო თერმული დამუშავება - მიკრობები მაშინ კვდება, როცა სათანადო თერმულ დამუშავებას გადის სურსათი. დაიცავის მომზადების საჭირო დრო და გამოიყენეთ საკვები თერმომეტრი, გაზომეთ სურსათის ტემპერატურა ყველაზე ღრმა ადგილას.3. საჭმლის დაგემოვნება იმის გასარკვევად გაფუჭებულია თუ არა ის - გაფუჭებულია თუ არა სურსათი, უნდა მივხვდეთ შენახვის ვადით და პირობებით.4. ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ხორცის გალღობა ოთახის ტემპერატურაზე, ან ცხელ წყალში მოთავსებით არ შეიძლება. გაყინული ხორცი უნდა გალღვეს მაცივრის +ტემპერატურაზე, ან ცივი წყლის გამდინარე ჭავლის ქვეშ.5. ხილის და ბოსტნეულის არ გარეცხვა - ხილის და ბოსტნეულის გარეცხვა აუცილებელია მაშინაც კი თუ მის გათლას აპირებთ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714128501

მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ქვია - საუკუნის პროექტი - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა - ირაკლი კობახიძე

მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ქვია - საუკუნის პროექტი - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ მშენებლობის მორიგი ეტაპი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა, რისი მომსწრეც ვართ ჩვენ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, პროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს აღნიშნულ მონაკვეთზე.მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონიმიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის.„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და სტუმრები უკვე სარგებლობენ და სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი, 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი გზა.მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები. მთლიანობაში, ეს არის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს. შესაბამისად, ამ სიკეთით ისარგებლებენ რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი სტუმრები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.ასევე განტვირთავს ეს ახალი გზა ქალაქ ზესტაფონს და მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ახალი მონაკვეთის მშენებლობა. ამ გზის დასრულებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უკვე 276 კმ იქნება აშენებული. მათ შორის, აშენებულია რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 52 კმ-იანი გზიდან 36 კმ. დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება და, ეტაპობრივად, დასრულდება ყველა შესაბამისი დაგეგმილი პროექტი.მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა საქართველოზე გამავალი ტრანს-ევროპული ქსელის, ეგრეთწოდებული შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილია; თანამედროვე პროცესების ფონზე, ეს გზა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მისი განვითარებისთვის დღეს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი პარალელურად მიმდინარეობს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის არსებითად განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონიმიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის,“-  განაცხადა პრემიერმა.რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან  შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. 

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714128439

რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ მას თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს - ირაკლი კობახიძე

რიკოთის უღელტეხილის პროექტს საქართველოს რეალობაში ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული.„ამ პროექტებს  რეგიონებში შეაქვს ახალი სიცოცხლე, რაც, არა მხოლოდ მგზავრობის შემცირებულ დროსა და მანძილში გამოიხატება, ასევე გამოიხატება კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობაში, ასევე იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის, შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას.საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის, საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ მშენებლობას, თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო, საქართველოს რეალობაში ამ პროექტს ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ ამ პროექტს თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს. რიკოთისრიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. უშუალოდ ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართველოში.მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა ამ ისტორიული პროექტის წარმატებისთვის. განსაკუთრებული მადლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ხელმძღვანელობას, დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, მადლობა თქვენ ამ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც თქვენი დაუღალავი შრომის გარეშე ვერ განხორციელდებოდა, წარმატებული ვერ იქნებოდა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო  უამრავ ქართველი თუ უცხოელ სპეციალისტს რომელიც ჩართული იყო ამ საქმიანობაში - ინჟინრებს, მშენებლებს, გეოლოგებს, ჰიდროლოგებს, გეოტექნოლოგებს. თითოეული ამ ადამიანის წვლილი პროექტის წარმატებით განხორციელებაში არის განსაკუთრებული, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელება და მომავალშიც წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

უდაბნო

მეცნიერება 1714127640

ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს

ჩილეში, ატაკამის უდაბნოს ცხელი ზედაპირიდან 4 მეტრით დაბლა მეცნიერებმა მიკრობულ სიცოცხლეს მიაგნეს. ეს ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ადგილია, სადაც ამგვარი ორგანიზმების "ბიოსფერო" აღმოუჩენიათ."ის ზედაპირისგან აბსოლუტურად იზოლირებულია", — აცხადებენ მეცნიერები.აღმოჩენა იუნგაის დაბლობზე გაკეთდა, რომელიც დედამიწაზე ყველაზე მშრალ არეალებს შორისაა. იქ მიკრობები მიწისქვეშ 2-4 მეტრამდე სიღრმეში ბინადრობენ და მათ შორის Actinomycetota-ს ტიპის გრამდადებითი ბაქტერიები ჭარბობენ. ისინი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში ცოცხლობენ როგორც სიცივეში, ისე სიცხესა თუ მარილიან ზღვებში.ავტორები ამბობენ, რომ ასეთ ღრმა ქანებში არსებული მიკრობული სიცოცხლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ბაქტერიები ამგვარი მიწისქვეშა ბიოსფეროს მხოლოდ ზედა ნაწილს მიეკუთვნებოდნენ. სპეციალისტებმა Actinomycetota-ს ზედაპირთან უფრო ახლოს, 2-5 სანტიმეტრ სიღრმეშიც, მიაკვლიეს. უფრო დაბლა დააფიქსირეს Bacillota-ს ტიპის ორგანიზმებიც, რომელთაც გადასარჩენად ჟანგბადი არ სჭირდებათ და მარილის მაღალი კონცენტრაციის მქონე გარემოში გადარჩენას ახერხებენ.იქიდან გამომდინარე, რომ ატაკამის უდაბნო დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია, იქ ცხოველთა მხოლოდ რამდენიმე სახეობა ბინადრობს ისევე, როგორც ბაქტერიები. მათზე მეტის გასაგებად მეცნიერებმა იქაური მიწიდან ამოღებული ნიმუშები გააანალიზეს და დნმ-ის ფრაგმენტები შეაგროვეს. აქედან მათ ისეთი დნმ-ები გამოაცალკევეს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალ უჯრედებში იყო.ზედაპირიდან 80 სანტიმეტრ სიღრმემდე ბაქტერიების საკმაო რაოდენობა გამოვლინდა. იქიდან 2 მეტრამდე სიღრმეში კი, ფაქტობრივად, ვერაფერს მიაგნეს, რადგან ეს ზედმეტად მარილიანი შრეა. უფრო ქვემოთ გარდამავალი ზონა აღმოჩნდა, სადაც თიხით მდიდარ ფენას ძველი მდინარის დანალექი ცვლის. იქ მიკროორგანიზმების სტაბილური ჯგუფები დაფიქსირდა.ვარაუდობენ, რომ ამ დანალექში ეს ბაქტერიები დაახლოებით 19 000 წლის წინ უნდა გავრცელებულიყვნენ და ამ დროის განმავლობაში იქ "დამარხულიყვნენ". სითხეს ისინი თაბაშირიდან იღებენ, რომელიც მინერალ ანჰიდრიტის წყალთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. ეს პროცესი მაღალი ტემპერატურის პირობებში შექცევადია.ახალი მიგნება შესაძლოა, მარსზე სიცოცხლის ძიებაში დაგვეხმაროს, რადგან ატაკამის უდაბნოს გარემო წითელი პლანეტისას საკმაოდ ჰგავს. ახალი ნაშრომი გამოცემაში PNAS Nexus გამოქვეყნდა.