რატომ უნდა მოგინდეს „ოცნების“ ოფისთან მისვლა და გაპროტესტება - კახა კალაძე

11:26 12-03-2019
106

რატომ უნდა მოგინდეს „ოცნების“ ოფისთან მისვლა და გაპროტესტება? - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, სადაც პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და „სირცხვილიას“ წევრები ერთნაბეთს დაუპირისპირდნენ. 

„მე კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ის დაპირისპირებები. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს და მიხვიდე „ქართული ოცნების“ ოფისთან და გააპროტესტო. არ არის ადგილები, სხვა ლოკაციები, რომ შენი პროტესტი გამოთქვა?! ეს ხდება იმისთვის, რომ დაპირისპირება მოხდეს. მითუმეტეს მიუღებელია ახალგაზრდების დაპირისპირება. ჩვენ ახლა ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს  და ეს დუღილი სხვამხრივ უნდა გამოვიყენოთ და არა დაპირისპირებებისთვის“ - განაცხადა კალაძემ.