მოსამართლეების არჩევის კენჭისყრის დღეს დიდი აქცია გამოცხადდება - ეკა ბესელია

22:31 12-01-2019
55

მოსამართლეების არჩევის კენჭისყრის დღეს დიდი აქცია გამოცხადდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, მოსამართლეების არჩევის კენჭისყრა ბოლო დროს ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრაა, რის გამოც გაერთიანებული ოპოზიცია სრულ მობილიზაციას გამოაცხადებს.

„უახლოეს დღეებში ველოდებით მოსამართლეების არჩევის კენჭისყრას იურიდიულ კომიტეტში, ამიტომ ამ დღისთვის ბუნებრივია, იქნება პროტესტი გამოხატული ხალხის მიერ. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა ახლა, რომელიც პარლამენტში იგეგმება. ამ ქვეყანაში როგორ ჩატარდება არჩევნები, როგორი იქნება მედიის თავისუფლების ხარისხი, როგორი იქნება ჩვენი მოქალაქეების დაცვის გარანტიები, ამას ყველაფერს სწორედ ეს კენჭისყრა გადაწყვეტს. კენჭისყრისთვის, რა თქმა უნდა, გვექნება სრული მობილიზება და ხალხის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ყველაზე უახლესი პროცესი და ყველაზე მთავარი პროცესი, რომელიც იქნება, არის ის, უზენაესი სასამართლო როგორ დაკომპლექტდება, როგორი იქნება სამართლიანობა ამ ქვეყანაში. დიდი აქცია გამოცხადდება ჩვენს მიერ სწორედ მოსამართლეების არჩევის კენჭისყრის დღეს, რათა პარლამენტმა გაიგონოს ხალხის ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.