არა „ლობიოს სამართალს“ - ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერი აქცია „ოცნების“ ოფისთან

12:19 12-01-2019
104

ადმინისტრაციული პატიმრობით დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერებმა ,,ქართული ოცნების ოფისთან აქცია გამართეს.

„ლაშა ჩხარტიშვილი 2012 წელს ეხმარებოდა „ქართულ ოცნებას“, სიმბოლურია, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის თავზე უსუსური უსამართლო ბრალდებით აკავებენ, მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამა ციხეში გამოკეტეს იმის გამო, რომ მან რამდენიმე მარცვალი ლობიო აყარა ჰაერში. ეს არის უდიდესი უსამართლობა, ამისთვის ჩვენ არ გვიბძოლია. ლაშა ჩხარტშვილი იყო ადამიანი, რომელიც ებრძოდა უსამართლობას, იცავდა ადამიანის უფლებებს. ეს საქმე აუცილებლად შევა მსოფლიოს სამართლის ისტორიაში, როგორც ,,ლობიოს საქმე და არა ,,ლობიოს სამართალს ეს არის ჩვენი სლოგანი“, - აცხადებს დაკავებულის მეგობარი ნიკა მემანიშვილი. 

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრ ლაშა ჩხარტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი 173-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.