ბერა ივანიშვილმა შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

20:32 11-30-2019
31588

ბერუკა ივანიშვილი - ამ წარწერით ბერა ივანიშვილმა, შვილის ფოტო instagram -ზე  გამოაქვეყნა. ახალგაზრდა მამას სოციალურ ქსელში შვილის დაბადებას სხვადასხვა ქვეყნიდან მეგობრები და ნაცნობები ულოცავენ.

ბერა ივანიშვილის ვაჟი 29 ნოემბერს დაიბადა.

ბერა ივანიშვილმა  და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მშობლები გახდებიან, აპრილში გავრცელდა.