უკრაინაში დააკავეს მღვდელმონაზონი, რომელიც ნარკოდილერი აღმოჩნდა

19:37 11-30-2019
550

29 ნოემბერს, უკრაინაში ზაპაროჟიის პოლიციამ დააკავა ნარკოდილერი მღვდელმონაზონი (რუსეთის საეგზარქოსო) რომელიც ამავე ქალაქის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია და ადგილობრივ მღვდელმთავართან დაახლოებული პირი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა წერს.

მათი ინფორმაციით, დაკავებული მღვდელმონაზონი, ზაპაროჟიეს ილიოდორის წმინდა ანდრიას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია. პოლიციამ მღვდელმონაზონი იმ დროს დააკავა, როდესაც ნარკოტიკები ავტომობილით გადაჰქონდა. მას თან ახლდა მეგობარი დეკანოზი.