პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება

19:18 11-30-2019
82

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამუშაოებიდან გამომდინარე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.

„საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 1 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.
სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!” – ნათქვამია გავრელებულ განცხადებაში.