სუს-ის შენობასთან „შეცვალეს" აქტივისტები აქციას მართავენ

11:32 11-30-2019
43

სუს-ის შენობასთან, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტები აქციას მართავენ. 

როგორც აქტივისტები ამბობენ, ისინი ქვეყანაში უკანონო თვალთვალს და დევნას აპროტესტებენ.  რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომელიც „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ოჯახის თვალთვალს ასახავდა.

„შეცვალეს“ აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ამ აქციით ისინი ნიკა გვარამიას ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.