ევროპის ყველაზე დაბინძურებული ზღვა შავი ზღვაა - BBC-ის რეპორტაჟი

09:58 11-30-2019
284

BBC-მ შავი ზღვის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ შავი ევროპის „ყველაზე დაბინძურებული ზღვაა“.

„ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთში შავი ზღვა ნაგავსაყრელად იქცა მეზობელი ქვეყნებისთვის. 20 წლის წინ, ზღვის 40 ათასი კვადრატული კილომეტრი „მკვდარ ზონად“ მიიჩნეოდა“, - აღნიშნავენ დოკუმენტურ ფილმში ექსპერტები. 

კადრები ქალაქ ბათუმიდან იწყება, რომელზეც ზღვის სანაპიროდან 300 მეტრში ნარჩენები ჩანს. „ნაგავსაყრელის ქვეშ გადის წყლის მილები. წყალს კი ეს ნაგავი მდინარის გავლით ზღვისკენ მიაქვს , – ამბობს BBC-ის კორესპონდენტი ჯონ ფიშერი.

შავი ზღვის მონიტორინგის წარმომადგენელი იაროსლავ სლობოდნიკი, BBC-ის რეპორტაჟში აღნიშნავს, რომ შავი ზღვის ყოველი კვადრატული მეტრის დაბინძურების ხარისხი ორჯერ მეტია ხმელთაშუა ზღვის დაბინძურების ხარისხთან შედარებით. 

საქართველოდან სიუჟეტი სწორედ უკრაინაში გადადის, რომლის დროსაც აღნიშნავენ, რომ შავი ზღვის მთავარი დამაბინძურებლები მდინარეები - დუნაი, დნესტრი და დნეპრია.