ცნობილია ვინ იყო ადამიანი, რომელმაც ლონდონის ხიდზე ორი ადამიანი მოკლა

09:28 11-30-2019
61

მამაკაცი, რომელიც ლონდონის ხიდზე დანით გამვლელებს დაესხა თავს, წარსულში ტერორიზმისთვის იხდიდა სასჯელს. ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის უსმან ხანია, რომელიც 2012 წელს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

The Times-ის ცნობით, ხანის ციხიდან გათავისუფლების ერთ-ერთი პირობა ელექტრონული სამაჯურის ტარება იყო. 

BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმისას დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი ადამიანი. დამნაშავე ლიკვიდირებულია.