აქციის მონაწილეებმა შსს-ს ჭიშკარი დააბოქლომეს

16:07 11-29-2019
104

აქციის მონაწილეებმა ორთაჭალაში მდებარე შსს-ს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 

მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტოს შეშის პოვნასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავენ. ამით აქტივისტები საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველების მიერ შეშის წართმევას აპროტესტებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა. აქციის დაშლის შემდეგ დააკავეს 37 აქტივისტი, მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა მაინც დაგაბოქლომებთ დაიწყეს. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე დააბოქლომეს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მმართველი პარტიის დეპუტატების ოფისები და ოლქები.