ვაჟა ექიმის საქმის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია - ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილზე

17:49 11-21-2019
15

ამ საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენი მუშაობა და მთელი პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უპირობოდ გათავისუფლდეს. ოჯახს მეორედ შევხვდი, ძალიან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და მათ დეტალურად გავაცანი რა არხებით და რა ფორმებით მიდის მუშაობა, რა ინფორმაციას ვფლობთ ამ ეტაპზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება და ნებისმიერი მოქმედება, როგორც მედიაში, ისე პოლიტიკური სუბიექტისა თუ სხვა ნებისმიერი აქტორის მხრიდან, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და პირველ რიგში, სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას მინდა ვთხოვო, რომ ეს გაითვალისწინონ.

ამ საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან რთული ფონია“,- განაცხადა ციხელაშვილმა.