დაკავებული 17 აქტივისტის სასამართლო პროცესი გადაიდო

00:25 11-21-2019
48

18 ნოემბრის აქციისას დაკავებული 17 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. შესაბამისი ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მოსამართლის თანაშემწის თქმით, ყველა მათგანს ინდივიდუალურად აცნობებენ სხდომის ჩანიშვნის თარიღს.

ამ წუთებში მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი კიდევ 6 დაკავებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოსატანადაა გასული.