თუ ვინმეს თავის შეფარება მოუნდება, ბიბლიოთეკის კარი ღიაა - გიორგი კეკელიძე

17:51 11-18-2019
317

გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეებს სთავაზობს თავი ეროვნულ ბიბლიოთეკას შეაფარონ.

აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება.

მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის“,- წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. პარალელურად აკავებენ აქტივისტებს. სპეცრაზმელებმა ქვეყნის მთავარი გამზირი დაიკავეს.

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაახლოებით, 20-მდე აქტივისტია დაკავებული.

პარალელურად, შსს-ს წარმომადგენლები აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას.