ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

საზოგადოება 1714126091

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან  შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან  და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი,  მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია.  პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ  ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

ნუკი კოშკელიშვილი

ტაბლოიდი 1714126080

ნახეთ, ნუკი კოშკელიშვილის ცეცხლოვანი ფოტოსესია, რომელმაც გამომწერები აღაფრთოვანა - „ქმარი უნდა დაათრეინინგო რომ კარგი რაკურსით გადაგიღოს“

„ქმარი უნდა დაათრეინინგო რომ კარგი რაკურსით გადაგიღოს!“ , – ამ სათაურით ნუკი კოშკელიშვილი საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, რომლებშიც შეუდარებლად გამოიყურება.საცურაო აუზთან გადაღებულმა ფოტოებმა Instagram-ზე დიდი მოწონება დაიმსახურა.„ყველაზე გულწრფელი და ღია ადამიანი მთელ სოციალურ ქსელში “, „ყოჩაღ ქმარს  შენ ულამაზესი ხარ“, „ყველა რაკურსი გიხდება “, „ვგიჟდები!!“, „სასწაული გოგო ხარ შენ“, „საოცარი ტანი გაქვს, იშვიათად ლამაზი და ქალური“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1714125787

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაჰმუდ ადიბის შეხვდა.შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და არსებულ გამოწვევებს. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

ნკ

საზოგადოება 1714125060

„ბევრს ჰგონია, რომ სუხიშვილების დიეტის დროს მხოლოდ „ნაბეღლავი“ და არაჟანი უნდა მიიღონ, ეს მცდარი აზრია" - რას ამბობენ სუხიშვილების მოცეკვავეები

 „სუხიშვილების" მოცეკვავეები, ნათია ბაკურაძე და მარიამ მათიაშვილი, „ვარსკვლავურ დუეტში“ ერთმანეთის შეკითხვებს პასუხობენ:მარიამი: „მეუღლემ ჩვენი ქორწილის წინა დღეს ისწავლა ქართული ცეკვის მონახაზი, თან, ფაქტობრივად, სუხიშვილების წინაშე იცეკვა. ძალიან ამაყი ვიყავი“. ნათია ბაკურაძე: „16 წლის რომ ვიყავი, მამა გარდამეცვალა... ცეკვა აღარ მინდოდა. რაღაც პერიოდი საერთოდ გავჩერდი“.მარიამი: „ბევრს ჰგონია, რომ სუხიშვილების დიეტის დროს მხოლოდ „ნაბეღლავი“ და არაჟანი უნდა მიიღონ. ეს მცდარი აზრია, ასე რომ იყოს, ვარჯიშის დროს წავიქცეოდით“.ნათია: "პროექტ "კუნძულში“ გამარჯვების შემდეგ თავდაჯერებული გავხდი და უფრო მეტად შევიყვარე საკუთარი თავი“.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1714124866

ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ, ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც - ლევან ნიკოლეიშვილი ბელგიელი პოლიტიკოსის განცხადებაზე

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება ბელგიის სენატისა და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის ბობ დე ბრაბანდერის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს გამჭვირვალობის კანონი მიიღოს, ევროკავშირი კი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტად დაარსდა, უფრო და უფრო არადემოკრატიული ხდება.ექსპერტის თქმით, უცხოეთში არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ღირსება არ დაუკარგავთ და პატივს სცემენ როგორც სხვის აზრს, ისე ქვეყნის დამოუკიდებლობასაც."ნამდვილად არიან ისეთი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არც ღირსება დაუკარგავთ და სიმართლის თქმაც შეუძლიათ. ასეთი ადამიანები პატივს სცემენ სხვის აზრსაც და სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასაც. ეს კაცი არ არის პირველი და არც უკანასკნელი, მათი რიცხვი კი აუცილებლად გაიზრდება!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.