აქციაზე სიმღერა - „მიშა მაგარია“ ჩართეს (ვიდეო)

22:27 11-17-2019
1230

პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს.

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები ისევ რჩებიან. მათი ნაწილი დღეს კარვებში გაათენებს.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება” და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს.