რატომ არ მივიდა ეკა ბესელია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე

18:01 11-17-2019
1243

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე არ იმყოფება. მიზეზებს დეპუტატის სოციალურ ქსელში განმარტავს:

დღეს ჩვენი მოქალაქეები სრულიად სამართლიანად აპროტესტებენ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობას და სამართლიანი არჩევნების ჩატარების წინაპირობად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობის დარღვევას!

მე სამწუხაროდ დღეს საქართველოში არ ვარ ბრიუსელში ბევრად ადრე დაგეგმილი ვიზიტის გამო , მაგრამ ვდგავარ ჩემს ხალხთან ერთად! ხალხთან დგას პარტია ,,სამართლიანობისთვის".

სამწუხაროდ მეორდება ის, რასაც ვებრძოდით წლების განმავლობაში: ისევ ძალაუფლების მიტაცება, ისევ უსამართლობა, ისევ საკუთარი ხალხის მოტყუება.

რუსთაველზე უამრავი წელი ვიბრძოლეთ სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის !

ეს მიზანი ისევ მისაღწევია !

ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიას ჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები -რათა მივაღწიოთ თავისუფლებას და სამართლიანობას“, - წერს ეკა ბესელია „ფეისბუქის“ გვერდზე.