პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

20:23 11-16-2019
46

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე უკვე სიტყვით გამოდიან, როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი მიტინგისთვის მოეწყო.

„ვემზადებით ხვალინდელი აქციისთვის, რომელიც პირველი ტესტი უნდა იყოს იმისა, თუ რამდენი ვართ მზად ბრძოლისთვის და მტერს გამოვსტაცოთ ჩვენი ქვეყანა. ხვალ, 15:00 საათი არის ყველაზე მთავარი დრო, როცა ხმამაღალი განცხადებების გაკეთება უნდა დავიწყოთ. დღეს დილით პოლიციამ შეგვაჯანჯღარა, კლანჭები გამოაჩინეს, როგორც ჩანს არაფრის დათმობას არ აპირებენ“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.