თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

18:54 11-16-2019
882

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში, აკაკი წერეთლის გამზირის ზოგიერთი ნაწილი ეტაპობრივად გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 16, 17 ნოემბერს 23:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი განხორციელდება.

სამუშაოები, აკაკი წერეთლის გამზირზე, თორნიკე ერისთავის ქუჩიდან - გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოხდება. სწორედ სამუშაოებიდან გამომდინარე, გამზირზე გზა ეტაპობრივად გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!