ანა დოლიძემ „პსპ"-ს სათაო ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართა და მედიკამენტი „კორსიზი" მიიტანა

16:10 11-16-2019
55

ანა დოლიძემ „პსპ-ს სათაო ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართა. ანა დოლიძის განმარტებით, აქცია-პერფორმანსი აღნიშნულ ლოკაციაზე იმ მიზეზით იმართება, რომ სწორედ „პსპ-ს დამფუძნებელი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი მაჟორიტარული სისტემის.

„მე, როგორც ჩვენი უამრავი მოქალაქე აღშფოთებული ვარ იმ დაღალატებით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ ჩაატარა. მან უარყო ის საჯარო დაპირება, რომელიც მიცემული ჰქონდა ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ მსგავს სილის გაწვნაში მონაწილეობს, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პიროვნული პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ. დღეს მე აქ მოვიტანე „კორსიზი, რომელსაც დავურიგებ „ქართული ოცნების წევრებს, იმიტომ, რომ მათ მომავალ დღეებსა და თვეებში ნამდვილად დასჭირდებათ პოლიტიკური ფასის გადახდა და ნერვიულობა იმის გამო, რაც გააკეთეს. აქ ვართ იმიტომ, რომ კახა ოქრიაშვილი არის „პსპ-ს პატრონი და მრავალი წლის მაჟორიტარი, მოყოლებული „ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ბოლო წლებში „ქართულ ოცნებაში გადმოპორტირდა. ის არის ერთ-ერთი დამცველი მაჟორიტარული სისტემის. ჩვენ ვაპირებთ,რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ მანკიერ სისტემას უჭერს მხარს, პირადი პასუხისმგებლობა დავაკისროთ და შევაჩვიოთ იმას, რომ მოუწევთ დამამშვიდებებლის დალევა, - განაცხადა ანა დოლიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი