გია აბაშიძე - ჩავხედე ადამ კიზინგერის ბიოგრაფიას - კიზინგერი მაჟორიტარია

15:54 11-16-2019
36

არ ვკამათობ მაჟორიტარული სისტემა ჯობია, შერეული თუ პროპორციული. უბრალოდ, ჩავხედე ადამ კიზინგერის ბიოგრაფიას და გაგიზიარეთ. კიზინგერი მაჟორიტარია - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ადამ კინზინგერის განცხადებას.

„ახლახანს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაზე დაწერა, რომ ის გაოგნდა. ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ განაახლოს მოლაპარაკებები და გამოასწოროს ვითარება.

41 წლის ადამ დენიელ კინზინგერი რესპუბლიკელია. 2010 წლიდამ კონგრესშია როგორც ილინოისის შტატის ერთ-ერთი მაჟორიტარი. არ ვკამათობ მაჟორიტარული სისტემა ჯობია, შერეული თუ პროპორციული. უბრალოდ, ჩავხედე მის ბიოგრაფიას და გაგიზიარეთ. კიზინგერი მაჟორიტარია, that's it - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კიზინგერი პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ჩავარდნა პუტინისთვის საჩუქარია.