მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ

13:50 11-16-2019
12

2014 წლის 17 ივ­ლისს, ამ­სტერ­და­მი­დან კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მფრი­ნა­ვი მა­ლა­ი­ზი­უ­რი ავი­ა­ხა­ზე­ბის თვითმფრი­ნა­ვი MH17 აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან რა­კე­ტით  ჩა­მო­აგ­დეს. ბორტზე 280 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 15 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ რა­კე­ტა, რომ­ლი­თაც თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს, რუ­სეთ­ში მდე­ბა­რე კურსკის 53-ე ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის ბრი­გა­დას ეკუთ­ვნო­და.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ლა­ი­ზი­უ­რი ავი­ა­ხა­ზე­ბის თვითმფრი­ნა­ვის MH17-ის ჩა­მოგ­დე­ბის საქ­მეს იძი­ე­ბენ, აცხა­დე­ბენ, რომ სე­პა­რა­ტის­ტებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი, რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

ჰო­ლან­დი­ა­ში შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო გუნ­დი ინ­ცი­დენ­ტში რუ­სეთს პირ­და­პირ არ ადა­ნა­შა­უ­ლებს, თუმ­ცა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ არ­სე­ბობს სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ოთხი პი­რი­დან ორს რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ჰქონ­დათ კავ­ში­რი.

ეს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, კი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წე ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ლი­დე­რი, სერ­გეი აქ­სი­ო­ნო­ვი იყ­ვნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­წო­დე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში MH17-ის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არაა, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ რუს­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, რა ხდე­ბო­და ად­გილ­ზე და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ, ფი­ნან­სურ და სამ­ხედ­რო საქ­მე­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ“.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი „სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში რუ­სე­თის დის­კრე­დი­ტი­რე­ბაა.“

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ბი­ბი­სი ავ­რცე­ლებს.